ახალი ამბები
სოფელ ალში ხაშურის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა
ხაშურის 23-ე უბანში მერის დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძემ მოიგო.

ბიულეტენების დათვლის შედეგად, გაირკვა, რომ რამაზ ნოზაძეს სოფლის 205-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ხოლო 183- მა ამომრჩეველმა გიორგი გურასპაშვილს, მოქმედ გამგებელს მისცა ხმა.

ამჟამად, შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, კომისიის წევრები, შედეგების სისწორეს ამოწმებენ. ადგილობრივების განცხადებით, ალში, სხვა სოფლებთან შედარებით, ძირითადად ნოზაძეები ცხოვრობენ.

სოფელში სულ 973 ამომრჩეველია რეგისტირებული. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 393-მა ადამიანმა. გაბათილდა 5 ბიულეტენი.

ხაშურის ოლქში საარჩევნო უბნებზე სულ 16 973 მოქალაქე გამოცხადდა. აქედან, 8 029 (47.3%) ქალია და 8 944 (52.7%) მამაკაცი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდეონობის 34,66%-ია. ოლქში სულ 48 963-ია რეგისტიტრებული.

პირველ ტურის ანალოგიურ პერიოდში 48 956 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 19 261 ამომრჩეველმა დააფიქსირა (39.34%).

ხაშურის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე მონაწილეობდნენ.

პირველ ტურში გურასპაშვილმა ხმების 42.24%, ხოლო ნოზაძემ 18.48% მიიღო. ცესკოს მონაცემებით, ხაშურში, პირველ ტურში 48 956 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 19 261 ამომრჩეველმა დააფიქსირა (39.34%)

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები