ახალი ამბები
ხაშურში ,,ოცნების" მოზეიმე აქტივისტები და ,,ქართული მარშის" წევრები დაუპირისპირდნენ
,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებსა და ,,ქართული მარშის" წევრებს შორის ხაშურში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დამკვირვებლებმა აცნობეს.

მათი თქმით, მმართველი პარტიის აქტივისტებმა, რომლებიც საზეიმო მსვლელობას აწყობდნენ, დამოუკიდებელი კანდიდატის რამაზ ნოზაძის საარჩევნო შტაბის წინ, ხმაურით ჩაიარეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ,,ქართული მარშის" წევრები, სწორედ, რამაზ ნოზაძის შტაბთან იმყოფებოდნენ.

ისინი დამოუკიდებელ კანდიდატს რამაზ ნოზაძეს მხარდაჭერას უცხადებენ და, როგორც თავად ამბობენ, გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, უბნებზე მოძრაობდნენ.

დაპირისპირება პოლიციამ განმუხტა. ორი პიროვნება დააკავეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. ამჟამად, სიტუაცია სტაბილურია.

ნინო ფისაძის ფოტოები



Print

სტატიის გამოყენების პირობები