ახალი ამბები
,,ქართული ოცნების" კანდიდატმა ხაშურში მეორე ტური მოიგო
ხაშურის საოლქო კომისიამ 52-ვე უბნის მონაცემები დაითვალა, რომლის მიხედვით, მოქმედი გამგებელი გიორგი გურასპაშვილი გამარჯვებულია.

ოფიციალური მონაცემებით, მან უბანზე მისულ ამომრჩეველთა ხმების 61,31% მიიღო, რაც 10 224 ამომრჩეველს შეადგენს.

რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატს, რამაზ ნოზაძეს, მან ხმების 38,69% მიიღო. (6 453 ამომრჩეველი).

სულ უბნებზე 16 973 მოქალაქე გამოცხადდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდეონობის 34,66%-ია. ოლქში სულ 48 963-ია რეგისტიტრებული.

აქედან, 8 029 (47.3%) ქალია და 8 944 (52.7%) მამაკაცი.

პირველ ტურის ანალოგიურ პერიოდში 48 956 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 19 261 ამომრჩეველმა დააფიქსირა (39.34%).

პირველ ტურში გურასპაშვილმა ხმების 42.24%, ხოლო ნოზაძემ 18.48% მიიღო. ცესკოს მონაცემებით, ხაშურში, პირველ ტურში 48 956 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 19 261 ამომრჩეველმა დააფიქსირა (39.34%)

პირველი და მეორე ტურის შედეგების შედარება:

გიორგი გურასპაშვილი:

1-ლი ტური - 7550 ხმა
მე-2 ტური - 10 224 ხმა 

რამაზ ნოზაძე

1-ლი ტური - 3 350 ხმა
მე-2 ტური - 6 453 ხმა
Print

სტატიის გამოყენების პირობები