ახალი ამბები
ხაშურის რკინიგზის სადგურში ქალების საპირფარეშოს მოაწესრიგებენ
საქართველოს რკინიგზა ხაშურის სავაგანო დეპოში ქალებისთვის ცალკე საპირფარეშოს მოწყობას აპირებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის რკინიგზის დეპოს ადმინისტრაციიდან აცნობეს.

დეპოს წარმომადგენლების ცნობით, არსებობს შესაბამი ფართი, რომლის გარემონტება შესაძლებელია.

საპირფარეშოს რემონტისთვის რკინიგზის ადმინისტრაცია 10 ათასი ლარს დახარჯავს.
გეგმის მიხედვით, დამატებით ფართში ელსადენებს, ონკანებს დააყენებენ, საკანალიზაციო სისტემებს მოაწესრიგებენ და მეტალოპლასტამის კარებებს დააყენებენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები