ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გურამ კაშია გორელ გულშემატკივრებს მადლობას უხდის
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გურამ კაშია გორელ და ქუთაისელ გულშემატკივრებს მადლობას უხდის. ამის შესახებ მან განცხადება სოციალური ქსელ ,,ფეისბუქში" გააკეთა.

კაშიამ მონაწილეობა ,,კვიპროსთან" და ,,ბელორუსთან" გამართულ ამხანაგურ მატჩებში მიიღო, რომელიც გორისა და ქუთაისის სტადიონებზე გაიმართა. ამბობს, რომ ვიდრე ერთი გულშემატკივარი მაინც ჰყავს, მის გამო გამოცხადდება ნაკრებში, ფეხბურთელმა პოსტი "ფეისბუქზე" ქუთაისში გუშინ, 13 ნოემბერს გამართული მატჩის შემდეგ დაწერა.

,,მადლობა გორში და ქუთაისში მოსულ მაყურებელს! დიდი მადლობა, ვინც ამ ორი თამაშის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ნაკრებს! მე, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში! შევხვდებით 2018-ში," - წერს კაშია.

ქუთაისში ჩატარებულ მატჩის დროს, სტადიონზე ,,ქართული მარშის" წევრები შეიჭრნენ და კაშიას წინააღმდეგ შეურაცხმყოფელ ტექსტებს სკანდირებდნენ. გურამ კაშია ჰოლანდიური კლუბის “ვიტესის” კაპიტანია. ამ კლუბის წევრებმა ლგბტ დროშის ფერების სამკლაურით ითამაშეს, რის გამოც “ქართველთა მარშის” წევრები საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან კაშიას გარიცხვას ითხოვეს.

ქუთაისისგან განსხვავებით, გორში ,,მარშის" წევრები საჯაროდ არ გამოჩენილან. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონის შესასვლელში მყოფმა კონტროლიორებმა ისინი შენიშნეს, თუმცა გვითხრეს, რომ მალევე დატოვეს ტერიტორიაო. სამაგიეროდ, ხმაურიანი გამოდგა მათი გამოჩენა ქუთაისში - რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე.

გორში საქართველოს ნაკრებმა 1:0 მოიგო, ქუთაისში კი, თამაში ფრედ - 2:2 დამთავრდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები