ახალი ამბები
წინასწარ გამზადებული ,,ადგილები" გორის საკრებულოში
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა არაოფიციალური სია იმ ადამიანებისა, ვინც საკრებულოს სხვადასხვა კომისიებში დაიკავებს ადგილს.  აღნიშნულ პოზიციებზე არჩევა ამ წუთებში მიმდინარეობს.

ჩამოთვლილ პირებს შორის მმართველი გუნდის, ასევე, ოპოზიციის კანდიდატებიც არიან. რის საფუძველზე შედგა სია, წინასწარ, ამის შესახებ, მმართველ გუნდში კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, დღეს გორის მუნიციპალიტეტის ახალი საკრებულოს წევრები შეიკრიბნენ და პირველი სხდომა გამართეს. დღის წესრიგში თავმჯდომარის, მოადგილის, კომისიის წევრების არჩევა და დამტკიცება შედის.





Print

სტატიის გამოყენების პირობები