ახალი ამბები
შსს თბილისის აეროპორტში ცრუ შეტყობინების შესახებ განცხადებას ავრცელებს
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება.

,,მოხდა მგზავრების ევაკუაცია, დეტალურად შემოწმდა აეროპორტის ორივე ტერმინალი და მიმდებარე ტერიტორია. მყისიერად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა, რომ მიღებული შეტყობინება სიმართლეს არ შეესაბამება. ამჟამად, ყველა რეისი აღდგენილია. მგზავრთა რეგისტრაცია ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს." - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით გამოძიება შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები