ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტში CENN-თან ერთად ნარჩენების მართვის გეგმა შეიმუშავეს
კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის (2018-2022 წწ.) პროექტი განიხილეს.

გეგმა ნარჩენების მართვის ისეთი სისტემის შემუშავებასა და განხორციელებას ისახავს მიზნად, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, კომერციული ობიექტებისა და ადგილობრივი საწარმოებისათვის ნარჩენების შეგროვებისა და გატანის ეფექტიანი სერვისის მიწოდებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უკანონო ნაგავსაყრელის დახურვა-რემიდიაციას.

განხილვის დისკუსიაში მონაწილეობდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, წარმოების ხელმძღვანელები და კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN -ის ადგილობრივი კოორდინატორი შიდა ქართლის რეგიონში ირმა კიტრიაშვილი.

კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი (CENN) შიდა ქართლში ახორციელებს პროექტს ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში'' (WMTR), რომლის ფარგლებშიც, ორგანიზაცია CENN- ი კასპის მერიას ,,მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის შემუშავებაში გაუწია კონსულტაციები. პროგრამა ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში'' (WMTR), ფინასურ მხარდაჭერას უწევს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

Print

სტატიის გამოყენების პირობები