ახალი ამბები
ციგაობა სოფელ კეხვში (photo)
ფოტო, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა, სოფელ კეხვშია გადაღებული. დიდი ლიახვის ხეობაში დღეს ეს დასახლება აღარ არსებობს.

2008  წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსახლეობამ სოფელი დატოვა. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების დახმარებით, საცხოვრებელი სახლები საძირკვლებიანად დაანგრიეს.

ფეისბუქის მომხმარებელი წერს, რომ ფოტო 2008 წლამდე გადაღებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები