ახალი ამბები
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მხარეებს ,,თეთრი ბაფთების" კაპანიაში ჩართვა შესთავაზა
ევროკვშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედმა ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა ერგნეთში მხარეებს ,,თეთრი ბაფთების" კამპანიაში ჩართვა შესთავაზა.

ამის თაობაზე შეხვედრის დაწყებამდე ჰოგმა განაცხადა. მისი განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია დაიწყო.

დღეს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რაეგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 82-ე შეხვედრა დაიწყო. მედიის წარმომადგენლებისთვის კვლავ ახალი სტანდარტი მოქმედებს.

მედიის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც შეხვედრას აშუქებენ, გაიცემა მედიის ბეიჯი, მათთვის განკუთვნილ ადგილებში შესასვლელად.

• შეხვედრის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებს მედიისთვის განკუთვნილ ადგილზე შესვლის საშუალება აქვთ. შეხვედრის ოფიციალურ გახსნამდე, შესაბამის დროს, მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ მივიდნენ შეხვედრის კარვის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე 15 წუთით ფოტო - ვიდეო გადაღებისთვის და აუდიო მასალების ჩასაწერად. ეს დრო მოიცავს შეხვედრის კარავში ორ 2-წუთიან დაშვებას პრეს ოფისის წარმომადგენლების თანხლებით;

• მედიის წარმომადგენლებს შემდეგ სთხოვეს მედიისთვის განკუთვნილ ადგილზე დაბრუნება. თუ მედიის წარმომადგენლები შეხვედრის ადგილს დატოვებენ, მოგვიანებით დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ.

• შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს კარვის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე ფოტო - ვიდეო გადაღებისთვის და აუდიო მასალების ჩაწერის უფლება აქვთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები