ახალი ამბები
კარალეთის საჯარო სკოლაში გათბობის სისტემა 8 თვეა ვერ გააკეთეს
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის N1 საჯარო სკოლის ცენტრალური გათბობის სისტემა მწყობრიდანაა გამოსული. ამის გამო, ზამთრის სეზონს მოსწავლეები და მასწავლებლები გათბობის გარეშე ხვდებიან.

სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, სისტემის შეკეთებას მაისიდან ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.

საქმე იმაშია, რომ 2017 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, სკოლის ხელმძღვანელობამ რადიატორების შეკეთების მიზნით, ტენდერი 5-ჯერ გამოაცხადა. აქედან, 4 ტენდერი არ შედგა, ხოლო მეხუთე - დამთავრდა უარყოფითი შედეგით. პროექტის მიხედვით, სკოლას სარემონტო სამუშაოებისთვის 20 ათასი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული.

ოთხი ტენდერის ჩავარდნის შემდეგ, სკოლას ურჩიეს, რომ პროექტში ხარვეზები გაესწორებინა. მიუხედავად ამისა, დირექტორის არჩილ მიხანაშვილის განმარტებით, არც პროექტის ხარვეზის გასწორებად უშველა. 8-თვიანი მცდელობის შემდეგ, არჩილ მიხანაშვილი, ამჯერად, გადაუდებელ სამუშაოებს ითხოვს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები