ახალი ამბები
ძევერის საჯარო სკოლაში გათბობა 20 ნოემბრიდან ჩაირთვება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის საჯარო სკოლაში გათბობა 20 ნოემბრიდან იქნება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სკოლის დირექტორმა აცნობა.

მისი თქმით, გათბობის სისტემა წელს გვიან ჩაირთვება, რადგან გასულ წელთან შედარებით, შემოდგომა თბილი აღმოჩნდა.

,,ფაქტიურად, დღეს ჩავრთეთ, თუმცა სრული დატვირთვით ორშაბათიდან იმუშავებს. სრული დატვირთვით ამუშავება იმას გულისხმობს, რომ ღამე აღარ გამოვრთავთ" - აცხადებს სკოლის დირექტორი ნუნუ წოწონავა.

დირექტორი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახში ქურთუკს აღარ იხდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა გათბობის სისტემის ამუშავება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები