ახალი ამბები
გორის მე-5 სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე 40 სათვალთვალო კამერას დააყენებენ
ქალაქ გორის მე-5 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის დაკვეთით, შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე 40 სათვალთვალო კამერას დაამონტაჟებენ.

ამის შესახენ გადაწყვეტილება სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და კიდევ 4-მა წარმომადგენელმა დღეს მიიღეს. კამერების შესასყიდად სკოლის ბიუჯეტიდან 22 ათასი ლარი გაითვალისწინეს.

ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, შენობის შიგნით 27, ხოლო გარეთ - 13 კამერა განთავსდება.

თითო კამერა - დამახასიათებელი იქნება მართვადი ინფრაწითელი დიაპაზონის ფილტრით, მატრიცის მქონე, რეზოლუცია არანაკლებ (1920x1080) გადაცემის მანძილი 500 მეტრი (75-3). დღე-ღამის განათება მინიმუმ 20 მ.

სათვალთვალო კამერების მონტაჟი 2017 წლის 30 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები