ახალი ამბები
გორის პოლიციის ცნობით, ნასვამმა მოქალაქემ ცოლი შვილის თვალწინ სცემა
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული მ.ქ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2017 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაცი ცენტრს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, მოქალაქე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს, 1972 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

,,დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით)." - აცხადებს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

აღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები