ახალი ამბები
კასპში საკრებულოს ახალი შემადგენლობა შეიკრიბა
დღეს, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი შემადგენლობა შეიკრიბა.

2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ოფიციალურად კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გამოაცხადა.

სხდომა უხუცეს წევრს ვლადიმედ უზნაძეს მიჰყავს.

დღის წესრიგის მიხედვით, აირჩევენ თავმჯდომარეს, მოადგილეს, კომისიის ხელმძღვანელებს და საშტატო ნუსხას დაამტკიცებენ.

ამ წუთებში სამანდატო კომისიის წევრები შიდა არჩევნებისთვის დააკომპლექტეს.

საკრებულოში 19 მაჟორიტარი წევრია - ყველა ,,ქართული ოცნებიდან", რაც შეეხება პროპორციულ წევრებს, აქედან 9 წევრი - ,,ქართული ოცნება".

2-2 წევრი ჰყავს ,,ნაციონალურ მოძრაობას" და ,,პატრიოტთა ალიანსს", 1-1 წევრი ჰყავს ,,ბაქრაძე-უგულავას" და ,,ლეიბორსიტულ პარტიას".

Print

სტატიის გამოყენების პირობები