ახალი ამბები
კასპის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურად დავით ლეონიძე დაასახელეს
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურად დავით ლეონიძე დაასახელეს. ამის თაობაზე ,,ქართული ოცნების" წევრებსა და ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის დისკუსია ამ წუთებში მიმდინარეობს. 

,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნუგზარ ნონიაშვილი ჩივის, რომ დავით ლეონიძე გორელია და არ გაითვალისწინებს კასპელების ინტერესებს. შესაბამისად, ის ,,ქართული ოცნების" წევრებს სხვა კანდიდატურის დასახელებას სთხოვს.

სხდომის უხუცესმა წევრმა ვლადიმერ უზნაძემ ნონიაშვილს აუხსნა, რომ თუ არ ეთანხმება კანდიდატურას, შეუძლია, საკუთარი თავი დაასახელოს: ,,რატომ უნდა დავასახელო ჩემი თავი, ხომ იცით, რომ არ ამირჩევენ?" - აცხადებს ნუგზარ ნონიაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები