ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან რუსეთის სამხედროებმა ერთი პირი დააკავეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის პრეს-სამსახურის ცნობით, დაკავებული ალიკა სამხარაძეა, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაშია რეგისტრირებული.

ცხინვალის მედიის ცნობით, 41-წლის ალიკა სამხარაძე ზნაურის (ყორნისის) რაიონის სოფელ წნელისიდან, საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, 2017 წლის 16 ნოემბერს წაიყვანეს. ის ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებით და ჯარიმის სანაცვლოდ, 17 ნოემბერს გაათავისუფლეს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ცნობით, 2017 წლის ოქტომბერში, საქართველოს მოქალაქეობის მქონე 33 პირია დაკავებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები