ახალი ამბები
წმინდაწყალზე მანქანა განათების ბოძს შეეჯახა (PHOTO)
დღეს, საღამოს, გორში, ყიფიანის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ბოძი წაიქცა და მანქანას დაეცა.

მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პირების დახმარებით, მანქანის სახურავიდან ბოძი გადააგდეს.

ავტოსატრანსპორტო საშუალება სადენებისგან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებულების შესახებ, პოლიციას ცნობები არ ჰქონდა.

ამ წუთებში, წმინდაწყალზე, აღნიშნულ მონაკვეთზე ელექტროენერგია გათიშულია.

გამოძიება საპატრულო პოლიციამ დაიწყო, ეკიპაჟის წევრებმა თავდაპირველად მძღოლის ვინაობის გარკვევა დაიწყეს, რომელიც ადგილზე არ დახვდათ.

შეჯახება ყიფიანის ქუჩაზე, მე-16 და მე-17 კოპურსებთან მოხდა.









Print

სტატიის გამოყენების პირობები