ახალი ამბები
ჯავის რაიონში რუსეთთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა
ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთს აკავშირებს, ჩაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ამის მიზეზი უხვი ნალექი გახდა. კავკასიონის ქედზე გამავალ საავტომობილო გზაზე თოვლის საფარი მოძრაობას ხელს უშლის. 

მაგისტრალზე მიმოსვლა დღეს დილით 9-ის ნახევარზე შეზღუდეს. 

ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები