ახალი ამბები
სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია
დღეს, 22 ნოემბერს თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილის სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია, რომელსაც ამჟამად ოპერაცია უტარდება" – ამის შესახებ ,,ნეტგაზეთს" ინგოროყვას კლინიკის ექიმმა განუცხადა.

“შემოსვლისას მდგომარეობა იყო კირიტკული, ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, ქალა სახსრის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით და დაზიანებით, სისხლდებით, პაციენტი შეყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში გადაუდებლად, უტარდება ოპერაცია, ამჟამად მდგომარეობა რჩება კრიტიკული. მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება,”- განაცხადა ექიმმა.

სპეცოპერაცია თბილისში 21 ნოემბერს, 20:00-სთვის დაიწყო, სროლები და აფეთქებები კი გამთენიისას, 05:00 საათის შემდეგ გაისმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ცეცხლი ჩანს, რომლის ლიკვიდაციაც საგანგებო სიტუაციების სააგენტოს თანამშრომლებმა უკვე მოახერხეს. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ ბინაში იმყოფება ორი პირი, რომელთა აყვანას სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ცდილობენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები