ახალი ამბები
იყო თუ არა მძღოლი ნასვამი? - პოლიცია დუმს
გუშინ საღამოს გორში განათების ბოძს ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ბეტონის ბოძი წაიქცა და მანქანას დაეცა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, თუმცა რა მუხლით, უცნობია.

ჩვენს კითხვაზე, იყო თუ არა ავტომანქანის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში, შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყიფიანის ქუჩაზე, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვიტეს. 











Print

სტატიის გამოყენების პირობები