ახალი ამბები
გორში ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
ცხინვალის გზატკეცილსა და ჯორბენაძის ქუჩის გადაკვეთაზე ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევისას არავინ დაშავდა. შსს-ს პრეს-სამსახურის ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოწერეს.

სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია.

აღნიშნულ მონაკვეთზე მომხდარი ფაქტი, სავარაუდოდ, ,,დაუთმე გზა" საგზაო ნიშნის დაუმორჩილებლობას უკავშირდება.

რედაქციისთვის მიწოდებულ ფოტოების მიხედვით ირკვევა, რომ ცხინვალის გზატკეცილზე მოძრავი ,,ჯიპი" ჯორბენაძის ქუჩიდან გამოსულ მსუბუქ ავტომობილს წინა მხარეს შეეჯახა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები