ახალი ამბები
ბიბილოვის თქმით, სატრანზიტო გზა როკის გვირაბის გავლით ყველას ჭირდება
დღეს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ ბიბილოვი დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტარებს შეხვდა და მოსკოვში ვიზიტი შეაჯამა.

ცხინვალის მედიის ცნობით, შეხვედრაზე მან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, რუსეთთან მიღწეული შეთანხმებების შესახებ, ისაუბრა.

,,სამხრეთ ოსეთის გავლით ტრანზიტი რესპუბლიკის კანონების შესაბამისად იმუშავებს," -  განაცხადა სხდომაზე. მისი განმარტებით, პუტინთან არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ სომხეთის, თურქეთის, ირანისა და სხვა სახელმწიფოების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ეს სატრანზიტო გზა ჭირდებათ.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელის ოფიციალური ვიზიტი 13-14 ნოემბერს შედგა.  მან რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებას,  ცხინვალის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის დაზღვევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ხელი მოაწერა.

მისი განმარტებით, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება დე-ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის უნდა გამარტივდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები