ახალი ამბები
ახალ ქსელზე დაერთების მიზნით, ქალაქ გორში მოსახლეობის 70%-ს სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა
ქალაქ გორში, დილის 10 საათიდან, მოსახლეობის 70%-ს სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მიმდინარეობს გეგმიური სამუშაოები, რაც ძველი მაგისტრალური წყალსადენი მილის გამოცვლას უკავშირდება.

მისი განმარტებით, მთელი დღე, შესაბამის ადგილზე წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები მუშაობდნენ, ხოლო საღამოს 18 საათის შემდეგ, ქსელში სასმელი წყალი ეტაპობრივად გაუშვეს.

,,მიმდინარეობს ახალ ქსელებზე დაერთება. ქალაქში მაგისტრალური სადენი იცვლება და ეს ყველაფერი მოსახლეობის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ხორციელდება" - განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კომპანიაში.

კონკრეტულად, სად მიმდინარეობს სამუშაოები, ამის შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, გორის ოფისიდან არ მიაწოდეს ინფორმაცია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები