ახალი ამბები
სუსი: სპეცოპერაცია დასრულებულია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ცნობით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია დასრულებულია.

პრეს-სამსახურის ცნობით, დაკავებულია  ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი - ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და დაიჭრა 2. დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.

,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ამ პირებთან მიმართებაში დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაციის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით." - აღნიშნულია ,,სუსის" განცხადებაში.

გამოყენებულია ,,ნეტგაზეთის" ფოტო
Print

სტატიის გამოყენების პირობები