ახალი ამბები
,,დანახვისიდან" დანახული შიდა ქართლი (Photo)
,,დანახვისი - მჭურეტი ქართლისა" - ასე იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი იმ ადგილს, სადაც დღეს ატენელი გიორგი შავდათუაშვილი მეგობრებთან ერთად წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ავიდა. 

ეს ადგილი სოფელ გარდატენიდან 7 კმ მანძილზე  და ზღვის დონიდან 1400 მ სიმაღლზე მდებარეობს (თუმცა, სპეციალურად ეკლესიისთვის შექმნილ საინფორმაციო დაფაზე - 1721 მ-ია მითითებული).

ამ ადგილიდან მდინარ ტანას ხეობა და შიდა ქართლის ვაკის დიდი ნაწილი ჩანს. უფლისციხის მუზეუმის წარმომადგენელმა გიგუცა თათრიშვილმა გვითხრა, რომ სამხრეთ საქართველოდან შემოსეული მტრის შესახებ, უფლისციხეში დანახვისზე დანთებული ცეცხლით იგებდნენ.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მთის წვერზე დგას. მისასვლელი გზა მხოლოდ გარდატენიდანაა. დანახვისზე სტუდენტები და მოსწავლეები ლაშქრობებს აწყობენ.



დანახვისის გზა გარდატენიდან



თოვლიანი მწვერვალი - მანძილი დანახვისამდე



დანახვისის ჯვარი გამოჩნდა - გზაზე თოვლმა იმატა



უკან შიდა ქართლის ვაკე - იღრუბლება



დანახვისის ეკლესია



მდინარე ტანას (ატენის) ხეობა დანახვისიდან







უკან დაბრუნებისას გზა თოვლით დაიფარა





ფოტოზე: დანახვისის მწვერვალი კვერნაკის ქედიდან (გადაღებულია გაზაფხულზე)
Print

სტატიის გამოყენების პირობები