ახალი ამბები
გორის ცენტრში მანქანა ქვეითს დაეჯახა
დღეს, საღამოს, გორის ცენტრში, სტალინის გამზირზე (დიდების მუზეუმის სიახლოვეს) ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს (ავტოსაგზაო შემთხვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მიმდებარე ტერიტორიაზე თვითმხილველებს ეძებენ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები