ახალი ამბები
ტრაგიკულად დაიღუპა გორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი მალხაზ მინდიაშვილი
ტრაგიკულად დაიღუპა გორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი მალხაზ მინდიაშვილი.

ის შიდა ქართლის დემოკრატიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი იყო და, წლების განმავლობაში, დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად, აქტიურ საქმიანობას ეწეოდა.

მისი ინიციატივით, ხორციელდებოდა პროექტები, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის და თემის განვითარებას; დევნილთა უფლებების დაცვას და, ასევე, ახალგაზრდების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და მუშაობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

მალხაზ მინდიაშვილი ცხინვალიდან დევნილი იყო. ჟურნალისტ გოგა აფციაურის თქმით, ის მუდამ ცხინვალის ტკივილით დადიოდა: - ,,ცხინვალის საკითხებზე და ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე მრავალი ინტერვიუ ჩაგვიწერია, ზედმიწევნით კარგად იცოდა იქაური ამბები და ყოველთვის ამბობდა დავბრუნდებითო. ცხინვალის ტკივილით დადიოდა მუდამ."

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი იზიარებს ოჯახის მწუხარებას, უთანაგრძნობს ახლობლებს, მეგობრებს და კოლეგებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები