ახალი ამბები
კონცენტრატის ბაზარი

 

 

პოლონეთის, უკრაინის, უნგრეთის, საქართველოს და სომხეთის კომპანიების მარკეტინგის მენეჯერები, რომლებიც კონცენტრატებს ამზადებს, ოფიციალურ ინგლისურენოვან საიტზე (http://www.alibaba.com/trade/search?fsb=y&IndexArea=product_en&CatId=&SearchText=apple+concentrate)  ფიქსირებულ ფასებს არ უთითებენ. მითითებულია მხოლოდ გასაყიდი კონცენტრატის რაოდენობა. ,,ფასი შეთანხმებით" - უთითებს უმრავლესობა, მათ შორის ქართული კომპანიები.

 

სამაგიეროდ, კონცენტრატის ფასს აზიაში უთითებენ. მაგალითად, ჩინური კომპანიები, რომლებიც 1000-ზე მეტია, ერთ ტონა კონცენტრატს 1200-1900 დოლარის ფარგლებში ჰყიდიან. ასეთ ფასს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩინური კომპანია უთითებს. (იხ. http://www.alibaba.com/product-detail/Apple-juice-concentrate_245098074.html?s=p) 

 

ჩინეთში ერთი ტონა კონცენტრატი 6,5 ტონა ვაშლისგან მიიღება. არითმეტიკული გამოთვლით, თუკი 6,5 ტონა ვაშლისგან ჩინეთში 1 ტონა კონცენტრატს იღებენ, გამოდის, რომ 6,5 ტონა ვაშლისგან ჩინური კომპანია მინიმუმ 1200 დოლარს სარგებელს მიიღებს. (ანუ 1 კგ ვაშლის გადამუშავებას მოაქვს 18 ცენტი (დაახლოებით 30 თეთრი). ამ სარგებელში ბუნებრივია შედის საწარმოო (ელექტროენერგია, გაზი, მუშა-ხელი) ხარჯებიც.

 

რაც შეეხება ევროპულ ბაზარს, მწირი ინფორმაციის საფუძველზე, შეუძლებელია ამ შემთხვევაში არითმეტიკული მეთოდის გამოყენება.

 

რომ არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ე.წ. ნაქარი ვაშლის ჩაბარების მიზნით, საწარმოებისთვის თითო კილოგრამზე სუბსიდიის სახით გამოყოფილი 8 თეთრი, გლეხები არასტანდარტულ ვაშლს ქარხნებს 2 თეთრად ჩააბარებდნენ. ამის თაობაზე გორში შექმნილი საკოორდინაციო შტაბი, რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის ზედამხედველობის ფარგლებში, პროცესს დამაკმაყოფილებელს უწოდებს.

 

საკოორდინაციო შტაბი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის  სააგენტოს პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. დღეს, 16 სექტემბერს, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი პროგრამის მიმდინარეობას, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიანა მორგოშია და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი გაეცნენ.

 

შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, საკოორდინაციო შტაბი საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, ფუნქციონირებს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიანა მორგოშიამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, შპს ,,სამეგობროში’’ არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესს, შიდა ქართლი გუბერნატორის მოადგილესთან, გურამ მაჭარაშვილთან ერთად დაესწრო.


სააგენტოს ცნობით, შპს ,,სამეგობრომ’’ ფერმერებისგან 1 141,6 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა, თანხამ კი 114 160 ლარი შეადგინა, სუბსიდიის სახით საწარმო 91 328 ლარს მიიღებს.


არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებაში მონაწილეობას სულ ხუთი საწარმო იღებს: შპს ,,გეოფრუტი’’, შპს ,,ნატურალ 7,’’ შპს ,,ბიუჯუსი,’’ შპს ,,სამეგობრო’’ და შპს ,,ჯეოკონცენტრანტი’’. 14 სექტემბერის მდგომარეობით, ჯამში საწარმოებში ფერმერებმა 2 438,7 ტონა ვაშლი ჩააბარეს.


პროექტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.10 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.08 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.


არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები