ახალი ამბები
სოფელ ყელქცეულის სკოლის მოსწავლეებმა ნამუშევრები გამოფინეს
5 დეკემბერს ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ ,,საქართველოს მოხალისე 2017"-ს დაასახელებენ. მანამდე, პროგრამაში ჩართული ახალგაზრდები,  შიდა ქართლიდან,  მოხალისეობრივ საქმიანობას აქტიურად აგრძელებენ.

სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს. სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქაღალდებისგან, თექისგან და სხვა მასალებისგან დამზადებული სხვადასხვა სახის ნამუშევრები წარმდგინეს.

გამოფენაში მონაწილეობას ახალგაზრდები იღებდნენ, მათთან ერთად დამთვალიერებელთა რიცხვს ლექტორ-მასწავლებლებიც შეემატნენ.

გამოფენას ორგანიზება პროგრამის ,,საქართველოს მოხალისე“ შიდა ქართლის კლუბის ხელმძღვანელი მარიამ ისპირიანი გაუწია. მისი განმარტებით, მსგავსი სახის ღონისძიებებს სრულიად მოხალისეობრივად სხვა წევრებთან ერთად ხშირად აწყობენ და მსგავსი საქმიანობით რეგიონში მოხალისეობრივი ინსტიტუტის განვითარებას ცდილობენ.

წლის საუკეთესო მოხალისე ორ კვირაში 10 რეგიონის 67 მუნიციპალიტეტს შორის უნდა გამოვლინდეს. პროგრამას ყოველწლიურად სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები