ახალი ამბები
გორში თამარ მეფის ქუჩაზე ავარია მოხდა
გორში, ჭალის დასახლებაში ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებული არავინაა.

ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მიმდინარეობს გამოძიება.

,,მერსედესის" მარკის ავტომანქანას ,,ჯიპი" გვერდითა მხრიდან შეეჯახა.

ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელეს.





Print

სტატიის გამოყენების პირობები