ახალი ამბები
დედ-მამით ობოლ და სოციალურად დაუცველ გორელ სტუდენტებს სწავლის საფასურს 500 ლარით დაუფარავენ
დღეს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ,,სოციალური დახმარების გაცემის" შესახებ პროექტი დაამტკიცა. დადგენილების მიხედვით, ერთჯერადი ფულადი დახმარება გორში რეგისტრირებული სტუდენტებს გაეწევა.

კერძოდ, ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით გაეწევათ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ იმ სტუდენტებს, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არ აქვთ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი. ამასთან, თანადაფინანსებით სარგებლობის უფლება აქვთ სტუდებტებს, რომლებიც არიან:

ა) დედ-მამით ობლები; ბ)მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი (4 და მეტიშვილი, 18 წლამდე) ოჯახის წევრი; გ) სტუდენტები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მინიჭებული აქვთ 0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.

დახმარების მისაღებად სტუდენტმა   ან/ და მისი ოჯახის უფლებამოსილმა  წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა)განცხადება მერის სახელზე; ბ)ცნობა სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის შესახებ, შესაბამისი სასწავლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები; გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობისმოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე)ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები