ახალი ამბები
გორს ლიტველი ჟურნალისტები ესტუმრებიან
2017 წლის 29 ნოემბერს გორში ლიტველი ჟურნალისტები ჩავლენ და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ლიტვის საელჩოდან აცნობეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრა 15:30 საათზედემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება.

შეხვედრას ასევე დაესწრებიან ლიტვის საგარეო საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი-ოფიცერი, თბილისში, ლიტვის ელჩის მრჩეველი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

,,სტუმრებს სურთ შეხვედრა კონფლიქტების თემაზე მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგნაიზაციისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან." - განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს. 

მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თემი სტუმრებისთვის უკეთ შეძლებს ინფორმაციის გაზიარებას იმ საკითხებზე, რაც მათ აინტერესებს კონფლიქტებით გამოწვეული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული თუ სხვა მასთან დაკავშირებული საკთხების ირგვლივ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები