ახალი ამბები
მომავალი ,,გედები" - გორში ქორეოგრაფიულ ცენტრ ,,იბერიაში" ბალეტის სტუდია გაიხსნა
ქორეოგრაფიულ-მუსიკალურ ცენტრ ,,იბერიაში" ბალეტის სტუდია გაიხსნა. პედაგოგ ნუცა დოლიძის თქმით, ჯგუფში უკვე 40-მდე ბავშვია გაწევრიანებული.

გორში ამ ეტაპზე სცენურ ხელოვნებას სხვადასხვა ასაკის გოგონები ეუფლებიან. ბალეტმაისტერი ცეკვის ნიშნით დაჯილდოებული ბავშვების მშობლებს 4-5 ასაკიდან ურჩევს სიარულს.

მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი, რომელშიც მხატვრული შინაარსი გადმოცემულია ცეკვით, მუსიკით, პანტომიმით. სათავეს იღებს უძველესი დროის ხალხურ ცეკვებში. თანამედროვე სახით ჩამოყალიბება დაიწყო აღორძინების ეპოქაში, სამეფო კარის დღესასწაულებზე და XVII-XVIII სს-ის იტალია-საფრანგეთში. ბალეტის სიუჟეტს (ლიბრეტოს) ხშირად საფუძვლად უდევს ლიტერატურული ნაწარმოები, ზოგჯერ ზღაპარი, ლეგენდა.

მსოფლიოს საბალეტო სცენებზე უდიდესი წარმატებით იდგმება ადოლფ შარლ ადანის „ჟიზელი“, ლუდვიგ მინკუსის „დონ-კიხოტი“, პეტრე ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“, „გედების ტბა“, სერგეი პროკოფიევის „რომეო და ჯულიეტა“, იგორ სტრავინსკის „ღვთიური გაზაფხული“ და სხვ. საქართველოში საბალეტო ხელოვნებას საფუძველი ჩაეყარა XIX ს-ში მარია პერინის საბალეტო სტუდიის გახსნით. საყოველთაოდაა ცნობილი ანდრია ბალანჩივაძის ბალეტი „მთების გული“, ალექსი მაჭავარიანის „ოტელო“, დავით თორაძის „გორდა“. ბალეტის მსოფლიოში აღიარებული მოცეკვავეები არიან გალინა ულანოვა, მაია პლისეცკაია, ვახტანგ ჭაბუკიანი, ნინო ანანიაშვილი და სხვ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები