ახალი ამბები
ავტობანზე ექსკურსიის მიკროავტობუსს ციტრუსით დატვირთული სატვირთო მანქანა შეეჯახა
ოკამთან, ექსკურსიაზე მიმავალ მოსწავლეების მიკროავტობუსს ციტრუსით დატვირთული სატვირთო მანქანა შეეჯახა. მოსწავლეები და კლასის დამრიგებელი მსუბუქად დაშავდნენ. ერთი მშობელი კი, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში თბილისში გადაიყვანეს.

შემთხვევა დღეს შუადღეს, თბილისი-სენაკის მთვარ მაგისტრალზე მოხდა. კასპის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები თბილისში ბოტანიკური ბაღის დასათვალიერებლად მიდიოდნენ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კასპის ,,მედალფას“ კლინიკაში 16 მოსწავლე მიიყვანეს. პედაგოგი - მცხეთაში მოათავსეს, ხოლო - მშობელი ჯერ კასპში, შემდეგ თბილისში გადაიყვანეს.

მომხდარის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი სკოლის დირექტორის მოადგილეს, ია იაძეს ესაუბრა.

მისი თქმით, ექსკურსიაზე მეოთხე კლასელები მიდიოდნენ.

,,ამ ეტაპზე ყველა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.“ - გვითხა იაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ტრანპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).

Print

სტატიის გამოყენების პირობები