ახალი ამბები
გორში ,,ახალბაღთან" მამაკაცი გარდაიცვალა
სასწრაფო დახმარების ბრიგადას 60-წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

მოქალაქე ფეხით მიდიოდა და, როგორც გამვლელები ყვებიან, მოულოდნელად ცუდად გახდა.

,,გამოძახება დაფიქსირდა 14:50 წთ-ზე. გავედით 3 წუთში და უკვე გვამი დაგვხვდა." - აცხადებენ სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრში. 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ მოქალაქე ე.წ. ,,7 ნომრის" მაღაზიიდან, სადაც მუშები დგანან. პიანინოს გადასატანად წაიყვანეს და გზაში გონება დაკარგა.

ამ წუთებში პოლიციელები მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებების წარმომადგენლებს ესაუბრებიან.

არაოფიციალური ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა. შემთხვევა ერთი საათის წინ, გურამიშვილის გამზირზე, ,,ახალბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა




Print

სტატიის გამოყენების პირობები