ახალი ამბები
გენო პეტრიაშვილმა დაღესტნელ ფალავანს ფინალში 11:0 მოუგო და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
დღეს, პოლონეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე, გენო პეტრიაშვილი, 23-წლამდელ ასაკთა შორის, ჩემპიონი გახდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში გორელმა გოლიათმა რუსების დაღესტნელი ფალავანი მაგომედამინ დიბიროვი 3:42 წუთში აშკარა უპირატესობით 11-0 დაამარცხა.

უფროსებს შორის მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა და რიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიომა გენო პეტრიაშვილმა, ფინალამდე ყველა მეტოქეს ძირითად დროში სძლია.

გორელმა მძიმეწონოსანმა, ფინალამდე, იაპონელი ტ. იამამოტო და ჩინელი ზანხიანგ ჰუს 10-0, ხოლო ნახევარფინალში 14-1 უკრაინელი დანილო კარტავი დაამარცხა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები