ახალი ამბები
შინდისში რუსუდან გაფრინდაშვილის საცხოვრებელ ვაგონს ცეცხლი უკიდია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, მარტოხელა რუსუდან გაფრინდაშვილის საცხოვრებელ ვაგონს ცეცხლი უკიდია.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ევროპული საქართველოს" გორის ორგანიზაციიდან აცნობეს.

პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლის ნატა გამგებელის თქმით, ცეცხლი ვაგონს დღეს დილით გაუჩნდა.

რუსუდან გაფრინდაშვილი ვაგონში მას შემდეგ ცხოვრობს, რაც მან გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის სიდედრის სახლი დატოვა, სადაც ქირით ცხოვრობდა. 2017 წლის გაზაფხულზე გამგებლის სიდედრმა სახლის რეაბილიტაცია გადაწყვიტა და შესაბამისად რუსუდან გაფრინდაშვილი საცხოვრებლად ვაგონში გადავიდა.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ამ ვაგონის აღებას ითხოვდა, რადგან ის უკანონოდ იყო დადგმული სოფლის ცენტრში.

თემაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მასალა რამდენიმე ხნის წინ მოამზადა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები