ახალი ამბები
ბაკურიანში ,,კუკუშკა" რელსებიდან გადავიდა
ბორჯომი-ბაკურიანის მატარებლის (ე.წ. კუკუშკას) ბორბლები, მოძრაობისას" რელსებიდან გადავიდა.

შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება არავის მიუღია.

ფოტოები ერთ-ერთმა მგზავრმა გადაიღო, რომელიც ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ, მოქალაქეებმა 3 კმ მანძილი ფეხით გაიარეს.

მატარებელში სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა და ზამთრის კურორტზე დასასვენებლად მიდიოდნენ.

რელსებში ჩავარდნის შემდეგ, მატარებელმა ინერციით, რამდენიმე მეტრი გაიარა - გადასასვლელ ხიდამდე 15 მ იყო დარჩენილი.

ფაქტი 2017 წლის 23 ნოემბერს მოხდა. მიზეზებს გამოძიება ადგენს.

ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელი, რელსებიდან 2017 წლის ივნისშიც გადავიდა. მანამდე, 2016 წლის თებერვალში, მატარებლის ბორბლები ერთ გასვლაზე ორჯერ ჩავარდა.

2016 წლის 18 თებერვალს მატარებლის გამცილებლებმა პირველ ჯერზე ბორბლები ადგილზე დააბრუნეს, მეორედ კი, - ეს ვეღარ შეძლეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები