ახალი ამბები
გორის ცენტრში ლეკვის მოკვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყება
გორის ცენტრში, სტალინის გამზირზე, მანქანამ ლეკვს გადაუარა. თვითმხილველის თქმით, შემთხვევა დღის საათებში მოხდა.

მან ჯერ ცხოველთა დამცველს ირმა მთიულიშვილს მიმართა, შემდეგ ცხოველთა თავშესაფარს - აუცილებელი გახდა ძაღლის ევთანაზია.

ფაქტს ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დამნაშავე მძღოლია და უნდა დაისაჯოს.

,,ეს არის არაადამიანობის კიდევ ერთი შედეგი და კვალი. ამის ჩამდენს ადამიანები რას დაუძახებდნენ? გზაზე მოსიარულე, ზებრაზე გადამსვლელი ყველა ადამიანი არაა დაზღვეული ამ მძღოლისგან. დამიჯერეთ ამის ჩამდენი არავის დაინდობს. როცა ცოცხალ არსებას ამას გაუკეთებ და ადგილიდან მიიმალები. და ამ ყველაფერს ბავშვები, ჩემი და თქვენი შვილები ხედავენ ქუჩაში, მაინტერესებს პროტესტის გრძნობა?" - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.

ცხოველთა დამცველები გამოძიების დაწყებას ითხოვენ. შემთხვევა სტალინის გამზირზე, მტკვრის ხიდთან მოხდა, სადაც მანქანების სიჩქარე 50 კმ/სთ სიჩარეს არ უნდა აღემატებოდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები