ახალი ამბები
29 ნოემბერს გორის რამდენიმე სოფელში და კასპის 4 ქუჩაზე დენი გაითიშება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ნოემბერს, დღის სხვადასხვა პერიოდში, ელექტროენერგიის მიწოდება გორის მუნიციპალიტეტსა და კასპში მცხოვრებთა 5 ათასზე მეტ აბონენტს შეუწყდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ენერგო-პრო ჯორჯიადან აცნობეს. პრეს-სამსახურის ცნობით, შეზღუდვები უმეტესად ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწესდება.

უფრო კონკრეტულად:

12:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 136 აბონენტს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტირძნისი, ტყვიავი.

16:00-დან 17:00 საათამდე - 14 აბონენტს ტინისხიდში, თბილისი-ლესელიძის გზატკეცილის 87კმ.-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალდაბაში, თედოწმინდაში.

17:00-დან 18:00 საათამდე - 2666 აბონენტს თბილისი-ლესელიძის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ხელთუბანში, სვენეთში, ბერბუკში, ახალსოფელში და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 18:00 საათამდე - 2133 აბონენტს ქ. კასპში ჭავჭავაძის, თავისუფლების, ვახტანგ გორგასლის, ცაგარელის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები