ახალი ამბები
ძაღლების მიერ დაჭერილი შველი მწყემსებმა გადაარჩინეს
ძაღლების მიერ დაჭერილი შველი მწყემსებმა გადაარჩინეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ცხოველთა დამცველმა ირმა მთიულიშვილმა აცნობა.

მისი თქმით, მწყემსებმა  შველი, რეინჯერების დახმარებით, შემდეგ ახმეტის რაიონში, ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალში გაუშვეს.

,,ვიდეო, სადაც ასახულია კადრები, თუ როგორ გაუშვეს შველი, კახეთიდან გამომიგზავნეს. მწყემსებს ის ალაზნის ველზე უპოვიათ, ძაღლებს ჰყავდათ დაჭერილი." - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ირმა მთიულიშვილმა.

ცხოველთა დამცველი ამბობს, რომ ბუნებაში შველის დაბრუნების ფაქტის ირგვლივ,  წვლილი ასევე ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს მიუძღვით. 

იხ. ვიდეო

Print

სტატიის გამოყენების პირობები