ახალი ამბები
გორის მერია კრიზისულ სიტუაციაში მყოფ მარტოხელა ადამიანს წელიწადში 100 ლარს მისცემს
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა ადამიანი გორის ბიუჯეტიდან 100 ლარს ერთჯერადად მიიღებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოდან აცნობეს.

24 ნოემბერს მიღებული დადგენილების მიხედვით, ,,კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი" პირის სტატუსით რამდენიმე კატეგორიის მოქალაქე ისარგებლებს.

კერძოდ, კრიზისულ მდგომარეობაში შესაძლებელია იყოს პენსიონერი, ან არასაპენსიო ასაკის მქონე მარტოხელა ბენეფიციარი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

ეს განმარტება ,,სოციალური დახმარების გაცემის წესის" შესახებ მე-15 მუხლშია გაკეთებულია:

,,მუხლი 15. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა პენსიონერების, არასაპენსიო ასაკის მქონე შშმ პირებისთვის (ბენეფიციარებისთვის)ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით, გაეწევათ სიღარიბის ზღვარს მიღმა/ზღვარზე მყოფ 0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირებს (ბენეფიციარებს, რომლებსაც არ ყავთ მარჩენალი: მეუღლე, მშობელი, შვილი და ა.შ). ამ მუხლით დახმარების მიმღებია: კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა პენსიონერი; ბ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი არასაპენსიო ასაკის მქონე მარტოხელა ბენეფიციარი; გ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარი." - წერია დადგენილებაში.

გარდა ამისა, ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარების პროგრამით, ერთჯერადად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ მოქალაქეები რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი.

გამოყენებულია თემატური ფოტო

იხ. ამავე თემაზე: ოჯახში ძალადობის მსხვერპლ, მარტოხელა და მრავალშვილიან მშობლებს გორის მერიაში დახმარებას მისცემენ
Print

სტატიის გამოყენების პირობები