ახალი ამბები
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მებაჟე დააკავეს
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი, ერთ-ერთი საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი დააკავეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ფაქტი გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სხვა პირისთვის გამორჩენის და უპირატესობის მინიჭებით, წინასწარი შეთახმებით, ერთ-ერთი მოქალაქე საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ყოველგვარი საბაჟო კონტროლისა და დათვალიერების გარეშე გაატარა. შედეგად, აღნიშნულმა პირმა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მალულად შემოიტანა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი. " - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები