ახალი ამბები
ხანძრისას დაღუპული ბექა შატაკიშვილის ცხედარი ეკლესიაში გადაასვენეს
სასტუმრო ,,ლეოგრანდის" ხანძრისას გარდაცვლილი ბექა შატაკიშვილის ცხედარი დღეს ეკლესიაში გადაასვენეს. 

ოჯახს დღეს შიდა ქართლის გუბერნატორი, ქალაქის მერი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიუსამძიმრებენ. ამ წუთებში ელოდებიან მინისტრებსაც.

ბათუმში დაღუპულებს შორის ყველაზე ახალგაზრდა, 22 წლის ბექა შატაკიშვილი აღმოჩნდა. დედისერთა ვაჟის ცხედარი ბათუმიდან გორში 25 ნოემბერს გადაასვენეს. დღეს კი, სახლიდან - ეკლესიაში.  ბექა შატაკიშვილს 30 ნოემბერს დაკრძალავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, 24 ნოემბერს, სასტუმრო ,,ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. 25 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ საქართელოს პატრიარქი ილია მეორე მივიდა, მან დაღუპული სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები