ახალი ამბები
გორში ბექა შატაკიშვილის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა გადაიხადა
ბექა შატაკიშვილის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ (შიოლაშვილი) გადაიხადა.

ამ წუთებში ისინი გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში არიან.

ბათუმიდან აჭარის მთავრობის მეთაურიც და სხვა წარმომადგენლებიც ჩავიდნენ. ბექა შატაკიშვილი 24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო ,,ლეოგრანდის' ხანძრისას დაიღუპა.

ის ბათუმის ღვთისშობლის სახელობის ეკლესიის სტიქაროსანი იყო და სასულიერო გიმნაზიაში სწავლობდა.

ბექა შატაკიშვილის ცხედარი დღეს ეკლესიაში გადაასვენეს. 

ბათუმში დაღუპულებს შორის ყველაზე ახალგაზრდა, 22 წლის ბექა შატაკიშვილი აღმოჩნდა. დედისერთა ვაჟის ცხედარი ბათუმიდან გორში 25 ნოემბერს გადაასვენეს. დღეს კი, სახლიდან - ეკლესიაში. ბექა შატაკიშვილს 30 ნოემბერს დაკრძალავენ.








Print

სტატიის გამოყენების პირობები