ახალი ამბები
სპორტსკოლაში გენო პეტრიაშვილს საჩუქრით დახვდნენ
პოლონეთიდან მსოფლიო ჩემპიონის მორიგი ტიტულით დაბრუნებულ გენო პეტრიაშვილს გორში საჩუქრით დახვდნენ. გამარჯვებულ სპორტსმენს, სპორტული სკოლების გაერთიანების სახელით, ხატი გადასცეს.

გენო პატრიაშვილმა პოლონეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 23 წლამდე ასაკის, თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის, პირველი ადგილი დაიკავა. 4-ვე მოწინააღმდეგე დიდი ანგარიშით დაამარცხა და მხოლოდ ერთი ქულა დაკარგა.

მწვრთნელი ნუგზარ სხირელი ხუმრობს, რომ შეგირდმა მისი დავალება ბოლომდე ვერ ჩააბარა, რადგან ერთი ქულაც არ უნდა დაეკარგა.

სპორტული სკოლების გაერთიანების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვასილ ბალახაძე ყურადღებას, სწორედ, გენოს მიერ მოპოვებულ ქულთა რაოდენობაზე ამახვილებს. მისი თქმით, სპორტსმენმა ოთხივე შეხვედრიდან 45 ქულა დააგროვა.

,,2017 წელი გენოსთვის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული გახლდათ. სამი თვის წინ მან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დიდებშიც მოიპოვა." - განაცხადა ვასილ ბალახაძემ.

გორის მერის მოადგილემ, ეკატერინე სუხიშვილმა ჩეხეთში უნივერსიტეტების რექტორების ვიზიტი გაიხსენა, სადაც სპორტულ მიღწევებზეც გამართულა მსჯელობა. ,,აღმოჩნდა, რომ ერთ პატარა ქალაქში, ჩვენთან, იმაზე მეტი ჩემპიონია, რამდენიც მთლიანად მათ ქვეყანაში, ეს ძალიან საამაყოა" - აცხადებს ეკატერინე სუხიშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები