ახალი ამბები
ქალაქ გორში მოსახლეობის 56% შრომისუნარიანია
გორის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის მიხედვით, ქალაქ გორში შრომისუნარიანი მოქალაქეთა რაოდენობა 30 000-ს აღწევს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სახელმძღვანელო იქნება, ქალაქის მოსახლეობა სულ 53 611-ს შეადგენს.

მათ შორის: 18 წლამდე – 13 097; 18–დან 55 წლმდე – 27 060; 55 წელს ზემოთ – 9365. სკოლამდელი ასაკის ბავშვი - 4089; სკოლის მოსწავლე კი, - 8828 - ია.

სახელმწიფო პენსიის მიმღები - 10 590 მოქალაქეა; შშმ პირი - 1325; მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) - 80 ოჯახი ; სოც. დახმარების მიმღები - 1100; ომის მონაწილე -75. მარტოხელა დედები - 33.

რაც შეეხება მთლიანად მუნიციპალიტეტს, ამავე მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 147 239 ადამიანს შეადგენს, საიდანაც ადგილობრივი 143 448 ადამიანია, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირი - 3 791.
Print

სტატიის გამოყენების პირობები