ახალი ამბები
ვარიანის მოძღვარი მისი ნაგაზის მიერ ძაღლის დაგლეჯვის მორიგ ფაქტს უარყოფს
ვარიანის ეკლესიის წინამღვარი, დეკანოზი თადეოზი (ქებაძე) მისი ნაგაზის მიერ სოფელში ძაღლის დაგლეჯვის მორიგ ფაქტს უარყოფს.

ამის შესახებ სასულიერო პირმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დღეს განუცხადა. მისი თქმით, ინციდენტის შესახებ, არაფერი გაუგია და განმარტავს, რომ მსგავსი ფაქტი არც მოხდებოდა.

,,ჩემი სამივე ძაღლი დაბმულია, მათ შორის, პატარაც. არ მომხდარა მსგავსი ფაქტი, ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია" - განაცხადა დეკანოზმა.

გორში, ცხოველთა დამცველს ირმა მთიულიშვილს შეატყობინეს, რომ სასულირო პირის ნაგაზმა სასიკდვილოდ მეძებარი დაგლიჯა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

,,ეს ადამიანი უშვებს თავის აგრესიულ მეცხვარეს და უმოწყალოდ ახოცინებს პატრონიან თუ უპატრონო ცხოველებს. უამრავჯერ ვთხოვე, ვემუდარე და ბოლოს ამ ადამიანის ოჯახის წევრებისაგან მუქარის წერილები მივიღე. ძალიან შევიკავე თავი და არ ვიჩივლე მუქარაზე, შეურაცხყოფაზე და წყევლაზე. ვინმემ მიხედეთ ამ ადამიანს და მოსთხოვეთ, სანამ ვინმეს არ გაუფატრა და მოუკლა შვილი, მიხედეთ ამ კაცს, როგორც გინდათ, გინდა ეკლესიამ, გინდა მრევლმა და გინდა მოსახლეობამ. კვირა არ გავა, რომელიმე ცხოველი არ გააფლეთინოს საკუთარ ძაღლს და ამ ყველაფერს ბავშვები ხედავენ" - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.

ვარიანელები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პირდებიან, რომ მიაწვდიან ვიდეომასალას, სადაც ქუჩაში გაშვებული ნაგაზი ჩანს. რაც შეეხება ფაქტს, მსგავსი ფაქტები გასულ წელსაც (აპრილსა და ივნისში) დაფიქსირდა, რომლის სინამდვილე, დეკანოზმა, ასევე, არ დაადასტურა.

ფოტოზე: გასულ წელს დაგლეჯილი ძაღლი, რომელიც მოკვდა



იხ. ამავე თემაზე:

სასულიერო პირის ნაგაზები სოფელში პრობლემებს ქმნის

ვარიანში ნაგაზის დაკბენილი ძაღლი მოკვდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები