ახალი ამბები
ევროკავშირი ქართველ მეწარმეებს დამატებით საკრედიტო შესაძლებლობებს სთავაზობს
ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდმა (EIF) – ერთობლივად EIB ჯგუფი (EIB Group)– ხელი მოაწერეს ორ საგარანტიო ხელშეკრულებას, ქართული მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად, საქართველოში არსებულ ბანკებთან 94 მილიონზე მეტი ევროს ეკვივალენტის სესხების სახით გაცემაზე.

29 ნოემბერს გაფორმებული ახალი საგარანტიო ხელშეკრულებები უზრუნველყოფს დაფინანსებას „InnovFin - ევროკავშირის დაფინანსებს ნოვატორებისთვის“ ინსტრუმენტის ფარგლებში, რომელიც გაიცემა ევროკავშირის „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის საშუალებით, ასევე დაფინანსებას „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოებს მცირე სესხებს სთავაზობს.

კარლოს მოედასმა, ევროკომისარმა კვლევის, მეცნიერების და ინოვაციების საკითხებში, განაცხადა: „ევროკავშირს აქვს ვალდებულება ხელი შეუწყოს ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას როგორც მის წევრ სახელმწიფოებში, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.

„ის ფაქტი, რომ მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოში ახლა ისარგებლებენ დამატებითი 94 მილიონი ევროთი ევროკავშირის მიერ გარანტირებული სესხებით, სწორედ ამის დადასტურებაა. ინოვაცია, განსაკუთრებით კი ძლიერი მცირე და საშუალო საწარმოების სექტორი, გადამწყვეტია ეკონომიკური ზრდისთვის როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირში“.

InnovFin – ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის - წარმოადგენს ერთობლივ ინიციატივას, დაწყებულს ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მიერ ევროკომისიასთან თანამშრომლობით პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში.

დაფინანსება, რომელიც გაიცემა „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) ინიციატივის საშუალებით, ნაწილობრივ ფინანსდება ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის მიერ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები